არჩევნები
ხვალ გაერთიანებული ოპოზიციის აქციას გურჯაანიდანაც შეუერთდებიან
ხვალ, 2 დეკემბერს, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციას „ნაციონალური მოძრაობის“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციიდანაც შეუერთდებიან. ამის შესახებ speqtri.ge-ს ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ ბუწაშვილმა განუცხადა.
-„სალომე ზურაბიშვილი შანტაჟის, ძალადობისა და დაშინების ფონზე იქნა არჩეული საქართველოს პრეზიდენტად. ჩვენ არ ვაღიარებთ არჩევნების ლეგიტიმურობას. ის რაც ხდებოდა, ამას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ არჩევნებთან, შესაბამისად სალომე ზურაბიშვილი ვერ იქნება ჩემი და ჩემი თანაგუნდელების პრეზიდენტი. ჩვენი მოთხოვნები ჯდება კონსტუტუციის ფარგლებში და როგორც უკვე ცნობილია, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ეხება. ეს იქნება მშვიდობიანი მანიფესტაცია, ჩვენ უნდა დავანახოთ ივანიშვილს, რომ ამ ქვეყანაში ყველა და ყველაფერი არ იყიდება. ეს გამოსვლა ივანშვილმა შეიძლება მიიღოს გაფრთხილებად მათი მხირდან, ვისაც სინდისი, ნამუსი და ღირსება აქვს,“- აცხადებს ბუწაშვილი.

ცნობისთვის, გაერთიანებულმა ოპოზიციამ რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი მანიფესტაციის ჩატარება საპრეზიდენტო არჩევნებიდან მეორე დღეს, 29 ნოემბერს ფილარმონიაში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს დააანონსა. საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ხელისუფლებისგან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვს, რომელიც პროპორციული ან ნახევრად პროპორციული სისტემით ჩატარდება.

| Print |
FaceBook Twitter Google