არჩევნები 2015
გიორგი ღვინიაშვილი კვლავ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია
ლანა გულოშვილი 
რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტის რწმუნებულმა კახეთის მხარეში- გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა თანამდებობა დატოვა. 2012 წლის 1 ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში ის მაჟორიტარ დეპუტატად `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის~ სახელით იყრის კენჭს. ამდროისათვის გუბერნატორის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე გიორგი სიბაშვილი ასრულებს. გიორგი ღვინიაშვილმა 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭი გურჯაანის მუნიციპალიტეტში იყარა და მაჟორიტარი დეპუტატი გახდა, მაგრამ მალევე პარლამენტის წევრის პოსტი დატოვა და კახეთის გუბერნატორად დაინიშნა. მანამდე კი 2004-2008 წლებში ის თბილისის პროკურორი იყო.
| Print |
FaceBook Twitter Google