არჩევნები 2015
პოლიტიკური გაერთიანება `თავისუფალი საქართველოს~ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები კახეთში
ლანა გულოშვილი
რამდენიმე დღის წინ პოლიტიკურმა გაერთიანება `თავისუფალმა საქართველომ~ მაჟორიტარობის კანდიდატები კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში წარადგინა. გურჯაანში _ დავით ციტაშვილი, სიღნაღში _ ემზარ ბეჟაშვილი, საგარეჯოში _ ზაზა ცხვარიაშვილი, დედოფლისწყაროში _ თამილა გურაშვილი, ლაგოდეხში _ ვასილ ჭიჭინაძე, ყვარელში _ ვიქტორ ლეგაშვილი, ახმეტაში _ დავით ონიკაური და თელავში გიორგი მოსიაშვილი იყრიან კენჭს. `კახეთი ჩვენთვის სტრატეგიული რეგიონია. აქ გვაქვს დიდი მხარდაჭერა, გამომდინარე იმ ინიციატივიდან, რომელიც პოლიტიკურ პარტია `თავისუფალ საქართველოს~ ეკუთვნის და რომელიც რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტს გულისხმობს. ამიტომ დიდი იმედი გვაქვს, რომ კახელები მხარს დაგვიჭერენ,~ _ განაცხადა გაერთიანების ლიდერმა კახა კუკავამ. პოლიტიკურ გაერთიანებაში პარტიები: `თავისუფალი საქართველო~, `ტრადიციონალისტთა კავშირი~ და `თეთრები~ შედიან.
| Print |
FaceBook Twitter Google