არჩევნები 2015
სტიქიამ კახეთი კიდევ ერთხელ დააზარალა
ლანა გულოშვილი
20 აგვისტოს კახეთს სტიქია კიდევ ერთხელ დაატყდა. ძლიერმა ქარმა და სეტყვამ ამჯერად საგარეჯოს, ლაგოდეხის, ყვარლის და გურჯაანის მუნიციპალიტეტები დააზარალა. საგარეჯოში ქარმა 185 სახლს მოხადა სახურავი, ლაგოდეხში _ 639-ს, ყვარელში 33-ს. გურჯანის მუნიციპალიტეტში 424 სახლია დაზიანებული, აქედან ქარმა ჭერი ქალაქის 8 საერთო საცხოვრებელს გადახადა. სტიქიის შედეგად კახეთის მასშტაბით სულ 1300-მდე ოჯახია დაზარალებული. დასეტყვილი მიწის ფართობი კი 1800-მდე ჰექტარს შეადგენს. სტიქიიდან მეორე დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა და დახმარებას დაპირდა. როგორც ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, ზარალის ასანაზღაურებლად თანხები კვლავ გაიცემა.
| Print |
FaceBook Twitter Google