არჩევნები 2015
ცვლილებები საარჩევნო კოდექსში და ეთნიკური უმცირესობების ინფორმირება
ლანა გულოშვილი
2011 წლის 28 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა ახალი საარჩევნო კოდექსი მიიღო, რომელიც ადრე მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობის მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს. მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნის საფუძველზე კი კოდექსში 26-ე პრიმა მუხლის ჩასწორება მოხდა. 2012 წლის პირველ ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნების მოლოდინი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების თანამდევ ნაწილად იქცა.
ახალი, 2011 წლის ბოლოს მიღებული საარჩევნო კოდექსი მთელ რიგ სამართლებრივ საკითხებს ადრე მოქმედი კანონისგან განსხვავებულად არეგულირებს. 1. გაფართოვდა თანამდებობის პირთა წრე, რომელთაც წინასაარჩევნო პიარკამპანიაში მონაწილეობის უფლება აქვთ. კერძოდ, გუბერნატორებს კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობა ეძლევათ. 2. ცვლილების თანახმად, აიკრძალა საარჩევნო კომისიების განთავსება იმ შენობებში, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობისა და გუბერნატორების ოფისები მდებარეობს. 3. საარჩევნო სიების დაზუსტებასა და გამოქვეყნებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ამომრჩეველთა ერთიანი სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიას. კომისიამ სიების დაზუსტება და ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის (ცესკო) გადაცემა 2012 წლის 1 აგვისტომდე უნდა უზრუნველყოს. 4. გაიზარდა საუბნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა ზემდგომ საარჩევნო კომისიაში, თუმცაEშემცირდა სასამართლოს მიერ საქმის განხილვის ვადები. 5. არჩევნებში მონაწილეობის უფლებით ისარგებლებენ პატიმრები, რომლებიც მსჯავრდებულნი არიან ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით ნაკლებად მძიმეა ისეთი განზრახ ან გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის ჩადენისთვის კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას. 6. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ დამოუკიდებელ კანდიდატებს. 7. პარტიები, რომლებიც საარჩევნო სიის შედგენისას გენდერული ბალანსის პრინციპებს დაიცავენ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით დაფინანსებას მიიღებენ. 8. საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში ხუთპროცენტიან საარჩევნო ბარიერს გადალახავს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად მიიღებს არა უმეტეს 1 000 000 ლარს საარჩევნო კამპანიის ხარჯების დასაფარად. 9. აკრძალულია სოციალურ რეკლამაში საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის გამოყენება.
საქართველოში `სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების~ იურისტმა ნინო რიჟამაძემ `სპექტრთან~ სატელეფონო კომენტარში განაცხადა, რომ ამავე საკანონმდებლო ცვლილების თანახმად 26-ე პრიმა მუხლში, კანონი "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების" შესახებ ბუნდოვანი იყო და ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა. "2011 წლის დეკემბრის ბოლოს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, 26-ე პრიმა მუხლში გაწერილი იყო, რომ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს აეკრძალათ პოლიტიკურ პარტიათა დაფინანსება. ამ მუხლში მოყვანილი ტერმინი "დაკავშირებული პირი" კანონს ძალიან ზოგადს და გაუგებარს ხდიდა. რთული დასადგენი იყო, თუ როდის შეიძლებოდა ჩათვლილიყო მოქალაქე პარტიასთან "დაკავშირებულ პირად". მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივმა კამპანიამ _ "ეს შენ გეხება~ შედეგი გამოიღო და ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე ამ მუხლიდან ამოღებულ იქნა `დაკავშირებული პირის~ ცნება, რის შედეგადაც შეზღუდვა ფიზიკურ და იურიდიულ პირზე იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუკი მას გამჟღავნებული აქვს საარჩევნო მიზნები," _ განმარტა ნინო რიჟამაძემ.
იურისტის თქმით, საარჩევნო კოდექსში ცვლილება სასჯელაღსრულების უწყებაში არჩევნების ჩატარების თაობაზე, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე განახორციელეს. თუმცა, როდესაც დახურული ტიპის უწყებაზეა საუბარი, რისკები მაინც არსებობს. ექსპერტების თქმით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე არამარტო ქართული, არამედ საერთაშორისო საზოგადოების დიდი ინტერესს წარმოადგენს, ამიტომაც მედიის როლი მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირებისთვის, მით უფრო ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში. აღსანიშნავია, რომ ეს სეგმენტი ენის ბარიერის გამო, ინფორმაციულ ვაკუუმშია და საჭიროა არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების გაცნობა მშობლიურ ენაზე მოხდეს. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის, სოფელ კაზლარის მკვიდრის გოჩა შირინოვის თქმით, საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. "ამის შესახებ არაფერი ვიცი. თქვენგან მესმის პირველად. ჩვენთვის ინფორმაცია არავის მოუწვდია და საერთოდაც ჩვენი სოფელი მოწყვეტილია ყველანაირ სიახლეს," _ ამბობს გოჩა შირინოვი.
ინფორმაციის ნაკლებობაზე საუბრობენ მისი თანასოფლელებიც. უმრავლესობისთვის კითხვის არსიც კი გაუგებარია.
| Print |
FaceBook Twitter Google