არჩევნები 2015
"ახალი მემარჯვენეების" სააგიტაციო ავტობუსი გურჯაანში

ლანა გულოშვილი

რამდენიმე დღის წინ ოპოზიციური პარტია `ახალი მემარჯვენეების~ სააგიტაციო ავტობუსი ქალაქ გურჯაანშიც ჩამოდგა. წინასაარჩევნო პროგრამა პარტიის ლიდერებმა დავით გამყრელიძემ და ფიქრია ჩიხრაძემ გურჯაანელ, ყვარლელ და თელაველ მოსახლეობას გააცნეს. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ გურჯაანის და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც: გიორგი იმერლიშვილი და ნუგზარ ღონიაშვილი. საკუთარ ელექტორატს მათ დაპირებები მისცეს, რომ გამარჯვების შემთხვევაში შეიცვლება სოციალური პირობები, მოისპობა მონოპოლია ბიზნესში და გაუმჯობესდება ჯანდაცვის პროგრამები. `ახალი მემარჯვენები~ წინასაარჩევნო აგიტაციას უკვე დასავლეთ საქართველოში მართავენ.

| Print |
FaceBook Twitter Google