არჩევნები 2015
გიორგი ღვინიაშვილი ამომრჩევლებს შეხვდა
თამარი კაპანაძე
 1 სექტემბერს `ნაციონალური მოძრაობის~ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ღვინიაშვილი მშობლიურ სოფელში ამომრჩევლებს შეხვდა. შეხვედრა ტერიტორიული ორგანოს შენობის წინ შედგა და გზაც გადაიკეტა. მან მოსახლეობას თავიანთი გუნდის სამოქმედო პროგრამა გააცნო. ამასთანავე შეფასებები `ქართული ოცნების~ და მისი ლიდერის მიმართაც გააკეთა.  `ადამიანი, რომელიც მოსახლეობას შუშებიდან ელაპარაკება, შეიძლება ხალხის პრეზიდენტი იყოს?!~ _ აღნიშნა გიორგი ღვინიაშვილმა. შეკრებილი საზოგადოება `ნაციონალური მოძრაობის~ სამოქმედო გეგმით კმაყოფილი იყო. ისინი ამბობდნენ, რომ ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში მმართველი გუნდი დანაპირებს აუცილებლად შეასრულებს.
| Print |
FaceBook Twitter Google