არჩევნები 2015
გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები
ლანა გულოშვილი
 გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია. `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის~ სახელით კენჭს გიორგი ღვინიაშვლი იყრის. კოალიცია `ბიძინა ივანიშვილი ქართულ ოცნებას~ მანანა ბერიკაშვილი წარმოადგენს. `ახალი მემარჯვენეების~ პოზიციებს გურჯაანში გიორგი (გიგი) იმერლიშვილი იცავს, `ქრისტიან_დემოკრატიული მოძრაობის~ დეპუტატობის კანდიდატი კი ნინო მურაკაშვილია. პოლიტიკური გაერთიანება `თავისუფალ საქართველოს~ გურჯაანში დავით ჩიტაშვილი წარმოადგენს, პარტია `ლეიბორისტების~ სახელით იბრძვის ლენა მოდებაძე, `ჯონდი ბაღათურია ქართული დასის~ წარმომადგენელი კი ვალერი ვარდოსანიძეა. შეგახსენებთ, რომ 2012 წლის პირველ ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩენებში `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის~ საარჩევნო ნომერია _5, კოალიცია `ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნება~ _ #41, `ახალი მემარჯვენეები~ _ #24, `ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა~ _ #10, `ლეიბორისტები~ _ #38, პოლიტიკური გაერთიანება `თავისუფალი საქართველო~ _ #1, `ჯონდი ბაღათურია ქართული დასი‘‘ _ #23.
| Print |
FaceBook Twitter Google