არჩევნები 2015
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა ქვეყნის მასშტაბით
ლანა გულოშვილი
"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" 8 სექტემბერს საქართველოს ათ ქალაქში პარტიის ყრილობა გამართა, რომელიც საღამოს დედაქალაქში, სპორტის სასახლეში დასრულდა. ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ამბროლაურში, ახალციხეში, გორში, მცხეთაში, რუსთავში, თელავსა და თბილისში საკუთარ ამომრჩეველსა და აქტივისტებს პარტიის ლიდერებმა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა `ნაციონალური მოძრაობის~ წინასაარჩევნო პროგრამა გააცნეს. დღის განმავლობაში სხვადასხვა ქალაქებში გამართულ ყრილობებზე მოსახლეობას პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ მიმართეს. აქციის დასასრულს, სპორტის სასახლეში შეკრებილ ელექტორატს პრეზიდენტმა ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწევებზე ესაუბრა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ქვეყნის დეოკუპაციაზე. "ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას მსოფლიოს მასშტაბით დღეს ისეთი მხარდაჭერა აქვს, როგორც არასდროს. ჩვენ აუცილებლად ბოლომდე გავათავისუფლებთ ჩვენს ქვეყანას. საქართველო იქნება თავისუფალი და მთლიანი," _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
"ამ მთავრობის კმაყოფილი ვარ. ჩვენმა პრეზიდენტმა საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა. აღმშენებლობა ყველგან იგრძნობა და ამის არდანახვა შეუძლებელია. რა თქმა უნდა, მხარს კვლავ ამ მთავრობას დავუჭერ და იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო გაძლიერდება," _ აღნიშნა ციური ჩხეიძემ.
შეხვედრის მიწურულს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ ხელი მოაწერეს იმ ხელშეკრულებას, რომელშიც მმართველი გუნდი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში განსახორციელებელ პროგრამებზე საუბრობს.
| Print |
FaceBook Twitter Google