არჩევნები 2015
გიორგი თარგამაძემ კახეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა
ლანა გულოშვილი
12 სექტემბერს `ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის~ ლიდერი გიორგი თარგამაძე თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში კახელ ამომრჩეველს შეხვდა და იმ პროგრამაზე ესაუბრა, რომლის განხორციელებასაც პარტია არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში აპირებს. სოფლის მეურნეობის განვითარება, იაფი ჯანდაცვა და დასაქმება, ეს ის პრიორიტეტებია, რაზეც თარგამაძემ ყურადღება გაამახვილა.  "საქართველოში სოფლის მეურნეობის, აგროსამრეწველო სისტემის აღორძინება და განვითარებაა საჭირო. ფაქტობრივად ყველაფერი თავიდანაა დაასაწყები. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლა არ ნიშნავს ინფრასტრუქტურული პროექტების შენელებას, პირიქით კიდევ უფრო მეტი შენება იქნება, მეტ ფულს ჩავდებთ, რომ უკეთესად ამუშავდეს სამელიორაციო და სარწყავი სისტემა," _ აღნიშნა თარგამაძემ მოსახლეობასთან გამოსვლისას.
პარტიის ხელმძღვანელმა ამომრჩეველს წინასწარ მიულოცა გამარჯვებაც. `"დინჯმა და მშრომელმა კახელებმა კარგად იციან, რომ ქვეყანას სიღატაკიდან ამოიყვანს და გააერთიანებს ეკონომიკის განვითარება, სამართლიანი ტარიფები, სოფლის მეურნეობის ფეხზე დაყენება, განათლება და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა. ჩვენ მადლიერები ვართ კახელების მხარდაჭერის, რომელიც დღეს აქ, შეხვედრის დროს იგრძნობა. წინასწარ მინდა ყველა მათგანს მივულოცო ის გამარჯვება რომელიც წინ გველის,"_ განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
შეკრებაზე მან კახეთის რეგიონში რვავე მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ოფიციალურად წრადგინა. გურჯაანში _ ნინო მურაკაშვილი, თელავში_ ვანო გალახვარიძე, საგარეჯოში _ გიორგი ობოლაშვილი, ლაგოდეხში _ ჯემალ მაჭარაშვილი, დედოფლისწყაროშიო _ ლია ჩოქური, სიღნაღში – ნინო ქუფარაშვილი და ყვარელში _ ალექსი ბაიდოშვილი იყრიან კენჭს. შეხვედრის დასრულების შემდეგ `სპექტრთან~ კომენტარი გააკეთეს გურჯაანის და თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა. ნინო მურაკაშვილი ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად სამუშაო ადგილების არარსებობას მიიჩნევს."დღესდღეობით გურჯაანის მუნიციპალიტეტში ყველაზე პრობლემატურია უმუშევრობა. ყველაფერს გავაკეთებთ მცირე მეწარმეობის განვითარებისთვის, საჭიროა თითოეულ სოფელში შეიქმნას პატარა საწარმოები, რათა დასაქმებულმა მოსახლეობამ თამამად გადადგას ნაბიჯი საკუთარი შვილების განათლების დაფინანსებისაკენ," _ აღნიშნა ნინო მურაკაშვილმა. ვანო გალახვარიძემ აქცენტი სოფლის დახმარების პროგრამაზე გააკეთა. "დაბალი ტარიფები, საწვავის და სასუქის გაიაფება, ეს არის ჩემი პრიორიტეტი," _ გვითხრა მან.
| Print |
FaceBook Twitter Google