არჩევნები 2015
ლუკა კურტანიძე არეშფერანში
მარი გონაშვილი
"ქართული ოცნების" ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდადატი ლუკა კურტანიძე არეშფერანის თემის მოსახლეობას შეხვდა და სამოქმედო გეგმა გააცნო. შეხვედრაზე ისაუბრეს იმ ცვლილებების შესახებ, რომლის განხორციელებასაც მთელ საქართველოში გეგმავენ. სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ზარალის სრულ ანაზღაურებას დაპირდნენ.  "საქართველოში სოფლის განვითარების მიმართულებით უზარმაზარი ცვლილებები იგეგმება. ეს შეეხება ასევე, სოციალური დაცვის, განათლების, ჯანდაცვის სფეროებს. გარდა ამისა, უნდა შეიქმნას ინფრასტრუქტურა მოსახლეობის დასაქმებისათვის. ამასთანავე აუცილებელია იყოს სპორტული ცენტრები ახალგაზრდების დაინტერესებისათვის, რომ ისინი სოფელში დარჩნენ. უნდა გვახსოვდეს, რომ ძლიერი სოფელი ძლიერი ქვეყნის საწინდარია. ჩვენი პროგრამა ყველას ეხება, ვინც საქართველოში ცხოვრობს და საქართველო უყვარს. ჩვენ მართლა საქმიანი პროგრამებით და პროექტებით მოვდივართ, რაც თითოეული ადამიანისათვის ხელშესახები იქნება," _ განაცხადა ლუკა კურტანიძემ.
შეხვედრაზე მისულმა მოსახლეობამ `ქართული ოცნების~ სამოქმედო გეგმა მოიწონა. "ლუკა კურტანიძემ ძალიან კარგად ისაუბრა. ვფიქრობთ, თუ რასაც დაგვპირდა, ყველაფერი ისე გაკეთდება, ეს არაჩვეულებრივი იქნება," _ გვითხრეს მოქალაქეებმა, თუმცა ვინაობა არ გაგვიმხილეს. დასასრულს `ქართული ოცნების~ წარმომადგენლებმა უახლოეს დღეებში დაგეგმილ შეხვედრებზე ისაუბრეს და შეკრებილ საზოგადოებას `ქართული ოცნების~ მაისურები დაურიგეს.
| Print |
FaceBook Twitter Google