არჩევნები 2015
გიორგი გოზალიშვილი ხოშოტიანის მოსახლეობას შეხვდა
მარი გონაშვილი "ნაციონალური მოძრაობის"  ლაგოდეხის დეპუტატობის კანდიდატი გიორგი გოზალიშვილი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ლოლაძე სოფელ ხოშოტიანის მოსახლეობას შეხვდა. ხოშოტიანელებმა სოფელში არსებულ სასმელი წყლის პრობლემაზე ისაუბრეს.  "წლებია წყალი არ გვაქვს. სასმელ წყალს ხშირად მეზობელი სოფლიდან ვეზიდებით, ზამთარში მდინარის წყალს გადავადუღებდით და იმას ვიყენებდით ხოლმე, მაგრამ ახლა ძალიანაა დაბინძურებული," _ ამბობს ზარეტა ბაგაევა. "ყველაფერში ჭის წყალს ვიყენებდი, სასმელად, სარწყავად, სარეცხად, მაგრამ ამ ბოლო დროს ისე დაშრა, რომ წვეთის დაღვრასაც ვერიდები," _ ამბობს ლეილა ლომიძე. `ნაციონალური მოძრაობის~ დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი გოზალიშვილმა შეკრებილი მოსახლეობა დაამშვიდა და უთხრა: "თუ სოფლის თავში არსებული ჭაბურღილი მოსახლეობას წყლით სრულად ვერ მოამარაგებს, მაშინ მეორეს დავბურღავთ იქ, სადაც დაშრება". ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ლოლაძის თქმით, შერჩეულ ადგილას, სადაც ჭაბურღილის მოწყობას ფიქრობენ, იმდენი წყალი ამოვა, რომ მთლიან სოფელს დააკმაყოფილებს. როგორც შეხვედრაზე მოსახლეობას დაპირდნენ, წყლის პრობლემა 15 ნოემბრამდე მოგვარდება.
| Print |
FaceBook Twitter Google