არჩევნები 2015
არჩევნების შედეგები კახეთში

ლანა გულოშვილი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2012 წლის 1 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამება დაასრულა. საერთო მონაცემებით კოალიციას `ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნება~ ამომრჩეველთა 54,9%-მა დაუჭირა მხარი, (1,184,588 ხმა) `ერთიან ნაციონალურ მოძრაობას~ კი-40,4%-მა (872,336 ხმა).

კახეთის რვა საარჩევნო ოლქის შედეგების შეჯამების შემდეგ კი ხმები ასე გადანაწილდა: საგარეჯოს ოლქში პროპორციულ არჩევნებში კოალიცია `ქართულმა ოცნებამ~ 13 683 ხმა დააგროვა. `ნაციონალურმა მოძრაობამ~ _ 9 441; რაც შეეეხება მაჟორიტარულ არჩევნებს _ ლიდერობს თინა ხიდაშელი (`ქართული ოცნება~), რომელმაც 13 184 ხმა მიიღო, გია ჩალათაშვილმა კი (`ნაციონალური მოძრაობა~) _ 10 075 ხმა.

გურჯაანში არჩევნები `ქართულმა ოცნებამ~ 16 378 ხმით წააგო `ნაციონალურ მოძრაობასთან~, რომელმაც 17 944 ხმა დააგროვა. ამავე ოლქში გამარჯვება ერგო `ნაციონალური მოძრაობის~ კანდიდატს გიორგი ღვინიაშვილს, რომელმაც 18 596 ხმა მიიღო, მანანა ბერიკაშვილს კი მხარი 15 810-მა ამომრჩეველმა დაუჭირა.

სიღნაღის ოლქში შედეგები ასეთია: პროპორციული სისტემით `ქართულმა ოცნებამ~ 10 275 ხმა მიიღო, `ნაციონალურ მოძრაობამ~ კი _ 9 776. მაჟორიტარული არჩევნების შედეგების მიხედვით `ქართული ოცნების~ კანდიდატს გელა გელაშვილს ნდობა 9 665-მა ამომრჩეველმა გამოუცხადა, `ნაციონალური მოძრაობის~ კანდიდატს ლევან ბეჟაშვილს კი _ 9 688-მ.

დედოფლისწყაროში კოალიციამ 6 840 ხმა მოიპოვა, `ნაციონალურ მოძრაობას~ კი 6 566 მოქალაქე უჭერს მხარს. მაჟორიტარულ არჩევნებში კოალიციის წარმომადგენელს, ალესანდრე თამაზაშვილს 6 603 ხმა აქვს მიღებული, ნაციონალ ზაზა კედელაშვილს კი _ 6 895.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში საპარლამენტო არჩევნების შედეგები ასეთია: `ქართული ოცნება~ _ 9 019 ხმა, `ნაციონალური მოძრაობა~ _ 12 988. კოალიციის კანდიდატი ლუკა კურტანიძე _ 8 493 ხმა, `ნაციონალური მოძრაობის~ კანდიდატი გიორგი გოზალიშვილი _ 13 330.

ყვარელში `ქართულმა ოცნებამ~ 9 099 ხმა მოიპოვა, `ნაციონალურ მოძრაობას~ კი ნდობა 9 773-მა ამომრჩეველმა გამოუცხადა. მაჟორიტარული სიით კოალიციის კანდიდატმა დავით ქევხიშვილმა 9 122 ხმა დააგროვა. `ნაციონალური მოძრაობის~ მიერ წარდგენილმა კანდიდატმა მარიკა ვერულაშვილმა კი _ 9 927.

თელავის ოლქის მონაცემების მიხედვით `ქართულ ოცნებას~ მხარდაჭერა 17 012-მა ამომრჩეველმა გამოუცხადა, `ნაციონალურ მოძრაობას~ _ 15 304-მა. დეპუტატობის კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა: გელა სამხარაული (`ქართული ოცნება~) _ 16 274 ხმა, ვასილ დავითაშვილი (`ნაციონალური მოძრაობა~) _ 15 221.

თელავის მსგავსად უპირატესობას ფლობს ქართული ოცნება ახმეტაშიც. კოალიციამ აღნიშნულ ოლქში 9 260 ხმა მიიღო, `ნაციონალურმა მოძრაობამ~ კი _ 7 871. კოალიციის კანდიდატს ზურაბ ზვიადაურს 9 102-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა და შესაბამისად, 1022 ხმით აჯობა `ნაციონალური მოძრაობის~ კანდიდატს პეტრე ცისკარიშვილს, რომელსაც 8 080-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი.

ეს არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემები. ცესკოს კომისიის სპიკერის ეკა აზარაშვილის განცხადებით, შესაძლოა, გასაჩივრების საფუძველზე ამა თუ იმ ოლქის მონაცემების ჩასწორება მოხდეს, თუმცა მნიშვნელოვანი ცვლილება ნაკლებად სავარაუდოა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე დანარჩენმა სუბიექტებმა 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს.

| Print |
FaceBook Twitter Google