არჩევნები 2015
თელავში არჩევნები `ქართული ოცნების~ უპირატესობით დასრულდა
თამარ კაპანაძე
თელავის საოლქო საარჩევნო კომისიაში პირველი მონაცემები 00:12 საათზე #52 აკურის უბნიდან შემოვიდა. კოალიცია `ქართულმა ოცნებამ~ ხმების დიდი რაოდენობა თელავის საარჩევნო უბნებზე მიიღო, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი #1 ნადიკვრის უბანზე დაფიქსირდა (ნაც. მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ დავითაშვილი-283 ხმა, ნაც. მოძრაობა-264 ხმა. `ქართული ოცნების~ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული-664 ხმა, `ქართული ოცნება~-691-ხმა) ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფელ ყარაჯალას ოთხივე საარჩევნო უბენზე `ნაციონალურმა მოძრაობამ~ გაიმარჯვა. თელავის საოლქო საარჩევნო კომისიაში ერთი დარღვევა დაფიქსირდა. #27 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ რეგისტრატორის ბეჭდები დაულუქავი შემოიტანა, თუმცა ამის შესახებ საჩივარი არავის დაუწერია. ეს ფაქტი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ უგულებელყოფილი იყო. საბოლოო მონაცემებით თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული გახდა, მან ვასილ დავითაშვილთან შედარებით 1053 ხმით მეტი დააგროვა, პროპორციული სიით კი განსხვავება _ 1660 ხმაა `ქართული ოცნების~ სასარგებლოდ.
| Print |
FaceBook Twitter Google