არჩევნები 2015
სააპელაციო სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა

მარი გონაშვილი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის #15 ოლქის რამდენიმე უბანზე საპარლამენტო არჩევნებში დარღვევები დაფიქსირდა, რაზეც არაერთი საჩივარი დაიწერა. ლაგოდეხის #15 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ივანე ზურიკაშვილის თქმით, სულ 16 საჩივარი შევიდა, აქედან ხუთი ნაწილობრივ, ორი სრულად დაკმაყოფილდა, ცხრაზე კი კომისიამ უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო.  "სააპელაციო სასამართლოში 2 საჩივრის განხილვა მოხდა, თუმცა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) სარჩელის განხილვა შეწყდა, რადგან დავის საგანი არ არსებობდა. ასევე არ დააკმაყოფილდა კოალიცია `ქართული ოცნების~ საჩივარი და ძალაში კვლავ გურჯაანის სასამართლოს გადაწყვრეტილება დარჩა,"_გვითხრა ივანე ზურიკაშვილმა.

აქვე შეგახსენებთ, რომ `ქართული ოცნება~ #15 ოლქის შედეგების გაუქმებას ითხოვდა, საიას სარჩელი კი ადმინისტრაციულ დარღვევებს ეხებოდა.

| Print |
FaceBook Twitter Google