არჩევნები
გურჯაანის #47 უბნიდან ენმ-ს წარმომადგენელი გააძევეს
გურჯაანში #47 საარჩევნო უბნიდან პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელი მირანდა ფაიქოძე გამოაძევეს.

ენმ-ს გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, თემურ ბუწაშვილის განმარტებით, წარმომადგენელმა დააფიქსირა ამომრჩეველი, რომელმაც ბიულეტენი გარეთ გაშლილი გამოიტანა. მან ამის შესახებ კომისიის წარმომადგენლებს მიუთითა, რის შემდეგაც ის უბნიდან გამოუშვეს. თემურ ბუწაშვილის განმარტებით, მსგავსი ფაქტები საარჩევნო უბნებზე მასიურად ხდება.

| Print |
FaceBook Twitter Google