არჩევნები
#28 საარჩევნო უბნიდან დამკვირვებელი გააძევეს
კოლაგის #28 საარჩევნო უბნიდან „ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის“ წარმომადგენელი, ჯონი ამისულაშვილი გამოაძევეს.

როგორც მან speqtri.ge- სთან საუბარში განაცხადა, მიზეზი ვიდეო კადრების გადაღების ბრალდება იყო.
„ტელეფონში საინფორმაციო გადაცემას ვუყურებდი. სწორად ამაზე მომიდეს შარი, რომ ვიდეოს ვიღებდი ისეთი ადგილიდან, საიდანაც უფლება არ მქონდა. მე ყველას ვაჩვენე ტელეფონი, თუმცა მდივანმა და თავმჯდომარემ კომისიის წევრებს სასწრაფოდ მოაწერინეს ხელი ჩემი გამოძევების შესახებ. იძულებული გავხდი, უბანი დამეტოვებინა, თუმცა მანამდე საჩივარი დავწერე.“

შეგახსენებთ, რომ დღეს უბნიდან დამკვირვებლის გაძევების ეს პირველი შემთხვევა არ არის. სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები გააძევეს მე-3, 47-ე, 31-ე, 30-ე, უბნებიდან.

| Print |
FaceBook Twitter Google