არჩევნები
კარდენახში "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი უბანზე დააბრუნეს
სოფელ კარდენახის #31 საარჩევნო უბნიდან გაძევებული "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი გურამ ხატიაშვილი უბანზე დააბრუნეს.
როგორც მან გვითხრა, რეგისტრატორები ბიულეტენებს ისე ახევდნენ, რომ 2 იანი ყუაზე რჩებოდა. ამაზე მან კომისიას მიუთითა, რის შემდეგაც უბანი დაატოვებინეს.

#12 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მაია ჩუთლაშვილის თქმით, ბიულეტენი ნამდვილად არასწორად იყო მოხეული, რაზეც ხატიაშვილმა კომისიას საფუძლვლიანი შენიშვნა მისცა.

"ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი საოლქო კომისიის გადაწყვეტილებით უბანზე დააბრუნეს. 


| Print |
FaceBook Twitter Google