არჩევნები
რა დარღვევები დააფიქსირა კახეთში საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ
დარღვევების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო. მათი ინფორმაციით, ახმეტის მეთვრამეტე საოლქო კომისიის #4 საარჩევნო უბანზე არ ამოწმებენ მარკირებას.

  • ლაგოდეხის 15-ე საოლქო კომისიის #36 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები არ აძლევენ საჩივრის ფორმებს დამკვირვებლებს.
  • გურჯაანის მეთორმეტე საოლქო კომისიის #2 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელი ინიშნავს ამომრჩევლების ვინაობას და პირად ნომრებს, რაშიც კომისიის წევრებიც ეხმარებიან. თავმჯდომარე ამ ფაქტზე არ ახდენს რეაგირებას. დავწერეთ საჩივარი.
  • გურჯაანის 12-ე საოლქო კომისიის #1 საარჩევნო უბანზე ჩვენს წარმომადგენელს ფოტოების გადაღების გამო აძევებდნენ. საბოლოოდ, მას, საოლქო კომისიის ჩარევის შემდეგ, აღარ დაატოვებინეს უბანი.
  • 08:52 - გურჯაანის მეთორმეტე საოლქო კომისიის #34 საარჩევნო უბანზე სამაგიდო სიაში არ არის გადასატანი ყუთის ამომრჩევლის აღნიშვნები. ცესკოს წარმომადგენლის შენიშვნის მერე გასწორდა.

 



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები არჩევნები 2020 /