არჩევნები
ოპოზიცია არჩევნების შედეგების წინასწარ მონაცემებს არ ეთანხმება
ოპოზიცია არჩევნების წინასწარ შედეგებს აპროტესტებს და აცხადებს, რომ არჩევნების შედეგები არალეგიტიმურია. ოპოზიცია პროტესტის გამოსახატად პარლამენტთან შეიკრიბა, თუმცა, მათ ცესკო-ში შესვლის შესაძლებლობა სამართალდამცველებმა არ მისცეს.

გარდა ამისა, ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნიკა მელიამ მოსახლეობას მოუწოდა, რომ ხვალ 16 საათზე რუსთაველის გამზირზე მივიდნენ, რათა ეს შედეგები გააპროტესტონ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროის მონაცემებით, წინასწარი შედეგებით ქართული ოცნება 52 პროცენტით ლიდერობს.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები არჩევნები 2020 /