არჩევნები
შესაძლოა კახეთის მე-10 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართოს
კახეთის ორივე მაჟორიტარულ ოლქში ამ დროის მონაცემებით ქართული ოცნების კანდიდატი ლიდერობს, თუმცა, თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხის ოლქში
, არსებული შედეგების მიხედვით, მეორე ტურია მოსალოდნელი.

N9 მაჟორიტარულ ოლქში დათვლილი 49 უბნის მონაცემების მიხედვით, ქართლი ოცნების კანდიდატმა, დავით სონღულაშვილმა საერთო ხმების 52,38 % მიიღო. ხოლო ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა, ლევან ბეჟაშვილმა - 30, 67%.

რაც შეეხება მე-10 მაჟორიტარულ ოლქს, აქ 42 უბნის შედეგების მიხედვით, ქართული ოცნების კანდიდატს, ყოფილ გუბერნატორს, ირაკლი ქადაგიშვილს ხმების 47,03% აქვს, ხოლო ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, გიორგი ბოტკოველს - 40%.


შეგახსენებთ, რომ მე-9 ოლქში სულ 159 უბანია, ხოლო მე-10 ოლქში - 150.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები არჩევნები 2020 /