არჩევნები
თელავში მეცამეტე უბანთან განთავსებულ კარავში ოცნების შტაბი მოეწყო
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თელავის მერობის კანდიდატის გიორგი ბოტკოველის თქმით, თელავში მეცამეტე საარჩევნო უბანზე განთავსებულია კარავი, რომელშიც „ქართული ოცნების“ აგიტატორები მოსახლეობის აღწერას აკეთებენ.
„სადგურის უბანში, ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე დგას კარავი, რომელშიც ოცნების აგიტატორებმა შტაბი მოაწყეს. კარავში უნდა განთავსებულიყო საარჩევნო უბანი, რადგან შენობაში შესაბამისი ფართი არიყო. ბოლო წუთებში შეცვალეს გადაწყვეტილება და მეცამეტე უბანი ისევ შენობაში განათავსეს, თუმცა კარავი ისევ დატოვეს და ამჯერად იქ ოცნების აგიტატორები მოსახლეობის აღრიცხვას აწარმოებენ. “ - აღნიშნა ბოტკოველმა.

| Print |
FaceBook Twitter Google