არჩევნები
ქართული ოცნების პლაკატები საარჩევნო უბანთან
გურჯაანის N12 საოლქო საარჩევნო კომისიის N46 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატის, რამაზ უტიაშვილის სარეკლამო პლაკატებია გამოკრული, რაც კანონდარღვევაა.

speqtri.ge-მ ამასთან დაკავშირებით, ოლქის თავმჯდომარეს, მაია ჩუთლაშვილს მიმართა.

„უბნებზე დავდიოდით, ვამოწმებდით და პლაკატები არ იყო, იქნებ გუშინ გამოაკრა ვინმემ, ვერ გეტყვით, თუმცა, შესაბამის ზომებს მივიღებთ.“ - გვითხრა მან.

აქვე შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოდექსის მიხედვით, დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. ეს მასალა ჩამოხსნას/დემონტაჟს/აღებას ექვემდებარება.






| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები არჩევნები 2021 /