არჩევნები
დედოფლისწყაროს პირველ უბანზე ყუთი არასწორად იყო დალუქული
დედოფლისწყაროს N14 საოლქო საარჩევნო კომისიის პირველ უბანზე ძირითადი ყუთი არასწორად იყო დალუქული, რაზეც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა საჩივარი დაწერა.
როგორც საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, დავით ნასრაშვილი speqtri.ge-სთან ამბობს, ყუთი დალუქული იყო, მაგრამ არა იმ ადგილას, სადაც კანონმდებლობითაა განსაზღვრული.

„ლუქი იყო გაკეთებული ყუთზე, მაგრამ არა იმ ადგილას, სადაც კანონმდებლობა მოითხოვს. ამიტომ შედგა აქტი, რომელსაც მოაწერა ხელი ყველა იმ ადამიანმა, ვისაც ჰქონდა უფლება - კომისიის ყველა წევრმა, დამკვირვებელმა, ყველა სუბიექტის წარმომადგენელმა, მომჩივანმა და მოპასუხემ. გასწორდა ლუქი და გაგრძელდა არჩევნები.“
მისივე თქმით, არჩევნების ჩატარების ხარისხისა და სანდოობისთვის ამ საკითხს ხელი არ შეუშლია.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები არჩევნები 2021 /