არჩევნები
ნაციონალური მოძრობა „ქართული ოცნების“ მხრიდან ფულად მოსყიდვაზე საუბრობს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის თემურ ბუწაშვილის განცხადებით, ქართული ოცნების აგიტატორების მხრიდან ფულადი მოსყიდვის ფაქტები ფიქსირდება.

„თითქმის ყველა უბანზე,ოჯახ ოჯახ დადიან კენჭისყრის დღეს და ხმის სანაცვლოდ ფულს სთავაზობენ,ნებაზე ზომოქმედების უამრავი ფაქტია,ღია ბიულეტინები,ზეწოლა და მითითებები საჯარო მოხელეებზე..ის რასაც მმართველი გუნდი აკეთებს,არანაირად არ ჯდება დემოკრატიის ჩარჩოში. ამის მიუხედავად აქტივობა მატულობს,ჩვენი მხარდამჭერების რეფერენდუმზე,რამაცა საბოლოოდ ჯამში ოცნების მარცხი უნდა გააფორმოს“- აღნიშნა მან.



| Print |
FaceBook Twitter Google