არჩევნები
გადასატანი ყუთის დალუქვასთან დაკავშირებით სიღნაღის ოლქში საჩივარი დაიწერა
სიღნაღის N13 საოლქო საარჩევნო კომისიის N12 უბანზე გადასატანი ყუთის დალუქვასთან დაკავშირებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა საოლქო საარჩევნო კომისიაში, ნინო სპანდერაშვილმა საჩივარი დაწერა.

„N12 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის დალუქვა არ მოხდა საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის მე-5 პუნქტის გ ქვეპუნქტის თანახმად. ყუთის დალუქვა მოხდა კენჭისყრის დაწყების შემდეგ (09:12 სთ).
გთხოვთ თავმჯდომარისა და მდივნის მიმართ გამოიყენოთ კანონით გათვალისწინებული ზომები.“ - აღნიშნულია საჩივარში.
ამ საკითხთხის თაობაზე speqtri.ge საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მანანა მჭედლიშვილს დაუკავშირდა.

„გადასატანი ყუთი სინამდვილეში უბნიდან დალუქული გავიდა, კენჭისყრით გამოვლენილი კომისიის წევრებიც გაყვნენ, მაგრამ დაახლოებით 15 წუთის მერე უკან მობრუნდნენ, რომ ჭრილის დასალუქი არ ჰქონდათ წაღებული, რომელიც კომისიის თავმჯდომარემ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად მისცა და მაგიდასთან ჩამოვარდა. მოძებნეს, აიღეს და წაიღეს. სხვა დანაშაული არ ჰქონდათ. მაგ საჩივარში ცოტა გაუგებრად წერია. არ ვიცი ასე რატომ დაწერეს საჩივარი, რომელიც შინაარსობრივადაც და სამართლებრივადაც გაუმართავია.“

მანანა მჭედლიშვილი ამბობს, რომ წინასწარ სხვა განცხადებას ვერ გააკეთებს, საჩივარს განიხილავენ და კანონიერ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები არჩევნები 2021 /