არჩევნები
ამომრჩევლის აღრიცხვა, ზეწოლა და მოსყიდვა სიღნაღის ოლქში
სიღნაღის N12 საოლქო საარჩევნო კომისიის, 28-ე (ბოდბის) უბანიდან 100 მეტრის რადიუსში „ქართული ოცნების“ აქტივისტების მიერ მიმდინარეობა ამომრჩევლებზე ზეწოლა და ხელის შეშლა, რაზეც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ოლქში, ნინო სპანდერაშვილის მიერ საჩივარიც დაიწერა. თუმცა, მისი თქმით, 28-ე უბანი გამონაკლისი არ არის, რადგან დარღვევას მასიური ხასიათი აქვს.

„სამწუხაროდ, დარღვევა არ იყო ერთ კონკრეტულ უბანზე, მსგავსი დარღვევა თითქმის ყველა უბანზე ფიქსირდებოდა. მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულები იყვნენ როგორც მაჟორიტარი კანდიდატები, ისე კონკრეტული ადამიანების ჯგუფები, რომლებიც ახორციელებდნენ ამომრჩევლების აღრიცხვას, ზოგან ზეწოლას და არიგებდნენ ფულსაც.“ - უთხრა speqtri.ge-ს ნინო სპანდერაშვილმა.

მისივე თქმით, მეორე პრობლემა, რაც იკვეთება იყო ის, რომ ამომრჩევლებს უბანზე საჩივრის დაწერის შესაძლებლობა არ ჰქონდათ.

„უბნის შიგნით იყო პრობლემა, რომ კომისიის თავმჯდომარე და მდივანი უარს ამბობდნენ საჩივრების მიღებაზე და მხოლოდ მაშინ იბარებდნენ, თუ საოლქოდან მივიდოდა კომისიის წევრი.“
როგორც ოლქის თავმჯდომარე, მანანა ქაჩლიშვილი გვეუბნენა, უბანი საჩივარს იმიტომ არ იბარებდა, რომ ამ საკითხის მოგვარება მათ არ ეხებათ.
მისივე თქმით, უბანს და ოლქს არც ის ეხება, რაც საარჩევნო უბნის გარეთ, თუნდაც 100 მეტრის რადიუსში ხდება.








| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები არჩევნები 2021 /