არჩევნები
თელავში ოცნების წარმომადგენელი ამომრჩევლებს კენჭისყრის კაბინაში რამდენჯერმე შეჰყვა
თელავის საარჩევნო ოლქის #54 უბანზე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წარმომადგენელი, ელიარ ხალილოვი რამდენიმე შემთხვევაში ამომრჩევლებს კენჭისყრის კაბინაში შეყვა.
მიზეზი ის იყო, რომ მათ  მხედველობა დაქვეითებული ჰქონდათ. შემთხვევა დააფიქსირა „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ წარმომადგენელმა, რის შედეგადაც დაიწერა საჩივარი.

| Print |
FaceBook Twitter Google