20:00 საათზე საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა შეწყდა და უბნები
დაიხურა. როგორც N12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარე, მაია ჩუთლაშვილმა speqtri.ge-ს განუცხადა, გურჯაანში
საკუთარი არჩევანი 28 660 ამომრჩეველმა დააფიქსირა.
„მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნებზე ჩვენს ოლქში ხმა
მისცა ამომრჩევლების 55,69 %-მა. ზოგადად, თვითმმართველობის
არჩევნებზე აქტივობა საპარლამენტოსთან შედარებით დაბალია ხოლმე,
მაგრამ თუ შევადარებთ 2017 წლის ოქტომბერში გამართულ თვითმმართვეობის
არჩევნებს, მაჩვენებელი ახლა უფრო მაღალია. მაშინ აქტივობა იყო 50,6
%.“ - ამბობს მაია ჩუთლაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გურჯაანის N12 საოლქო-საარჩევნო კომისიაში სულ 51
უბანი და ერთიც სპეცუბანი გაიხსნა, რომელიც ემსახურებოდა
კოვიდინფიცირებულებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს. მთლიანობაში
ოლქში რეგისტრირებულია დაახლოებით 51 500 ამომრჩეველი.
მასალის გამოყენების პირობები