არჩევნები
გურჯაანში არჩევნებზე ხმა ამომრჩევლების 55-მა პროცენტმა მისცა
20:00 საათზე საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა შეწყდა და უბნები დაიხურა. როგორც N12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მაია ჩუთლაშვილმა speqtri.ge-ს განუცხადა, გურჯაანში საკუთარი არჩევანი 28 660 ამომრჩეველმა დააფიქსირა.

„მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნებზე ჩვენს ოლქში ხმა მისცა ამომრჩევლების 55,69 %-მა. ზოგადად, თვითმმართველობის არჩევნებზე აქტივობა საპარლამენტოსთან შედარებით დაბალია ხოლმე, მაგრამ თუ შევადარებთ 2017 წლის ოქტომბერში გამართულ თვითმმართვეობის არჩევნებს, მაჩვენებელი ახლა უფრო მაღალია. მაშინ აქტივობა იყო 50,6 %.“ - ამბობს მაია ჩუთლაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გურჯაანის N12 საოლქო-საარჩევნო კომისიაში სულ 51 უბანი და ერთიც სპეცუბანი გაიხსნა, რომელიც ემსახურებოდა კოვიდინფიცირებულებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს. მთლიანობაში ოლქში რეგისტრირებულია დაახლოებით 51 500 ამომრჩეველი.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები არჩევნები 2021 /