არჩევნები
კახეთში არჩევნების მეორე ტური თელავის, ახმეტისა და ყვარლის ოლქებში ტარდება
დღეს არჩევნების მეორე ტური კახეთის მუნიციპალიტეტში ყვარლის N16, თელავის N17 და ახმეტის N18 ოლქებში ჩატარდება, რომელიც თელავში მერის ვინაობას გადაწყვეტს, ხოლო ახმეტასა და ყვარელში საკრებულოს დეპუტატებს აირჩევენ.

ყვარელში16.09 ალმატი-საბუეს მაჟორიტარულ ოლქში, სადაც 2 უბანია გახსნილი, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან „ქართული ოცნების“ კანდიდატი, მამუკა ბერიაშვილი და „გახარია საქართველოსთვის“ კანდიდატი, რატი ტურაშვილი. 

თელავის მუნიციპალიტეტში მეორე ტური მერობის კანდიდატებს შორის ტარდება. აქ ერთმანეთს უპირისპირდებიან „ქართული ოცნებიდან“ ლევან ანდრიაშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი ბოტკოველი. ოლქში სულ 55 უბანია.

ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიის 18.03 დუისის მაჟორიტარულ ოლქში, მეორე ტური მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ კანდიდატ ელდარ ბაღაკაშვილსა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ, მალხაზ მაჩალიკაშვილს შორის.


შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია.

  • დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება.
  • დაუშვებელია აგრეთვე კენჭისყრის შენობაში ან შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება.
  • ასევე დაუშვებელია 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები არჩევნები 2021 /