არჩევნები
თელავში ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა ფიქსირდება
თელავის #17 სააარჩევნო ოლქში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და სერიოზული დარღვევა არ დაფიქსირებულა - ამის შესაახებ speqtri.ge-ს საოლქო კომისიის თავმჯდომრე რევაზ გაიპარაშვილმა განუცხადა.
-"ოლქში სულ 55 საარჩევნო უბანია გახსნილი. აქტივობა საშუალოა, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის  7.03%,"- აღნიშნა გაიპარაშვილმა.

თელავის #17 ოლქში სულ 56 738 ამომრჩეველია. თელავის ოლქში გამარჯვებისთვის  "ქართული ოცნებიდან" ლევან ანდრიაშვილი, "ნაციონალური მოძრაობიდან" კი - გიორგი ბოტკოველი იბრძვის.

| Print |
FaceBook Twitter Google