არჩევნები
თელავის #39 უბანთან უცხო პირთა შეკრება შეინიშნება
არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" თვითმმრთველობის არჩევნების მეორე ტურზე დაფიქსირებული დარღვევების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დარღვევები გამოვლინდა თელავის #17 ოლქშიც. კერძოდ, #18 საარჩევნო უბანზე ა(ა)იპ ,,კავშირი მწვანე დედამიწის" დამკვირვებელი აღრიცხავს კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლებს, კერძოდ იწერს ამომრჩევლის სახელს, გვარს და პირად ნომერს;

აგრეთვე, #39 საარჩევნო უბანთან შეინიშნება უცხო პირთა შეკრება, რომლებიც პერიოდულად ეკონტაქტებიან ამომრჩევლებს;

თელავის #39 საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის მიღმა შეინიშნება უცხო პირთა შეკრება;

"სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლები თელავში ოთხ უბანს აკვირდებიან.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები არჩევნები 2021 /