არჩევნები
დუისში ამომრჩეველი უბანზე ოჯახის წევრის პირადობით მივიდა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მორიგი ბრიფინგი გაიმართა, სადაც სპიკერმა ახმეტის ოლქის დუისის #26 უბაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტება.
"დუისის #26 საარჩევნო უბაზე დადასტურდა ფაქტი, რომ ამომრჩეველმა საარჩევნო უბანზე ოჯახის წევრის პირადობის მოწმობა წარადგინა. განვმარტავთ, რომ იდენტიფიცირების გავლის შემდეგ ბუნებრივია, სხვისი პირადობით ამომრჩეველს არ შეუძლია ხმის მიცემა. ფაქტი აღმოიფხვრა და შემდეგ მან თავისი პირადობით მისცა ხმა."- განაცხადეს ცესკოში.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები არჩევნები 2021 /