არჩევნები
თელავში N17 უბანზე რეგისტრატორი ამომრჩევლის გვარს ხმამაღლა აცხადებდა
დარღვევები დაფიქსირდა თელავის N17 საოლქო საარჩევნო კომისიის ვარდისუბნის N17 უბანზე. საჩივრის ავტორის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ეკატერინე ჯავახიშვილის განმარტებით, „კავშირ „მწვანე დედამიწის “ წარმომადგენელი, ქეთევან მელაძე, მთელი დღის განმავლობაში ტელეფონის საშუალებით აღრიცხავს მოსულ ამომრჩეველს.“

დარღვევა იყო ისიც, როდესაც რეგისტრატორი ხმამაღლა აცხადებდა მოსული ამომრჩევლის გვარებს.

„ამის შესახებ უბანზე საჩივარი არის დაწერილი. მაშინვე დავუკავშირდით უბანს, რომელსაც უკვე ჰქონდა ზომები მიღებული. არ ვიცი აღირცხვას რას ეძახით, მაგრამ კონკრეტულად ხდებოდა ის, რომ როდესაც შემოვიდა ამომრჩეველი, ნაკადის მარეგულირებელმა მისი გვარი ხმამაღლა წარმოთქვა, ეს მოხდა ორი ამომრჩევლის შემთხვევაში. ამის შესახებ დაიწერა საჩივარი, რომელიც დარეგისტრირებულია ოლქში და შესაბამისი მოკვლევის შემდეგ გაეცემა პასუხი, “- განაცხადა speqtri.ge-სთან თელავის N17 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რევაზ გაიპარაშვილმა.


მისივე თქმით, ეს ხარვეზი ამ დროისთვის აღარ არსებობს, რადგან ადგილზევე აღმოიფხვრა.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები არჩევნები 2021 /