არჩევნები
თელავში ამომრჩეველთა აქტივობა 17 საათის მონაცემებით, 41,9 პროცენტია
17 საათის მონაცემებით თელავის N17 ოლქში საკუთარი არჩევანი ამომრჩეველთა 41,9%-მა დააფიქსირა, რაც, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, რევაზ გაიპარაშვილის განმარტებით, წინა ტურის იდენტურია.

ცნობისთვის, თელავის ოლქში სულ 55 საარჩევნო უბანია გახსნილი. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა კი - 56 738-ია.


| Print |
FaceBook Twitter Google