არჩევნები
თელავში შვიდი საარჩევნო უბნის შედეგები ხელახლა გადაითვლება
თელავის საოლქო საარჩევნო კომისიამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეკომენდაცია გაითვალისწინა და ხუთის ნაცვლად, შვიდი საარჩევნო უბნის შედეგებს გადათვლის ხელახლა.
ამის შესახებ ჩვენთან საუბარში კომისიის თავმჯდომარე რევაზ გაიპარაშვილმა აღნიშნა.

-"უბნები, რომლებიც ხელახლა უნდა გადაითვალოს, ლოტოტრონის მეშვეობით გამოვავლინეთ. გავითვალისწინეთ ცესკოს რეკომენდაცია და ხელახლა შვიდი უბანი გადაითვლება. გადათვლის პროცესი დღეს,  5 საათზე, მეორე სკოლის სპორტულ დარბაზში დაიწყება,"- აღნიშნა გაიპარაშვილმა.

ცნობისთვის, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საოლქო საარჩევნო კომისიებს ინიციატივითა და რეკომენდაციით მიმართა,  სავალდებულო 5 უბნის ნაცვლად, 7-7 საარჩევნო უბნის შედეგი გადაეთვალათ.

როგორც კალანდარიშვილმა აღნიშნა, საარჩევნო რეფორმის საფუძველზე განხორციელებულმა გადათვლის პროცედურებმა არჩევნების პირველ ტურზე აჩვენა, რომ აღნიშნულმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი პროცესის გამჭვირვალობას.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები არჩევნები 2021 /