არჩევნები 2015
ინოვაციური მეწარმეობის ფესტივალი გურჯაანის ტექნოპარკში
გუშინ, 11 ივნისს, გურჯაანის ტექნოპარკში ინოვაციური მეწარმეობის ფესტივალი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ გურჯაანის ტექონოპარკის ბენეფიციარი მეწარმეები, ასევე წარმოდგენილი იყო GITA-ს ინოვაციური მეწარმეობის გრანტების გამარჯვებული პროდუქტები და სერვისები.


ფესტივალზე მოწვეულმა სპიკერმა, ანდრო დგებუაძემ გამართა საჯარო დისკუსია -“აირჩიე პროფესია”.

ფესტივალი მეტად საინტერესო იყო ახალგაზრდებისთვის, რადგანაც ანდრო დგებუაძემ მათთვის მეტად საინტერესო თემაზე, პროფესიის არჩევაზე, ისაუბრა და მათ საჭირო რჩევები მიაწოდა.

“გამომდინარე იქიდან, რომ შეხვედრა ანდრო დგებუაძესთან პროფესიის არჩევის თემაზე გაიმართა, ვფიქრობ, ფესტივალი ახალგაზრდებისთვის მეტად პროდუქტიული იყო, რადგან მომავალში შეეძლებათ, გაითვალისწინონ ის რჩევები, რომლებიც მათ ანდრო დგებუაძემ დისკუსიის დროს მიაწოდა,” - ამბობს ახალგაზრდული საბჭოს წევრი, ელენე ქაჩლიშვილი.

გურჯაანის ტექნოპარკის მენეჯერის, ელენე გოგოლაძის თქმით, აღნიშნულ გრანტებზე მეორე ეტაპის რეგისტრაცია დაიწყო.

" მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ღონისძიებაში ჩართულ თითოეულ მონაწილეს, ასევე ჩვენს მკითხველს მივაწოდო ინფორმაცია, რომ აღნიშნულ გრანტებზე მიმდინარეობს მეორე ეტაპის რეგისტრაცია. დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია გრანტების პორტალზე, “ - განაცხადა ელენე გოგოლაძემ Speqtri.ge-სთან საუბარში.

გრანტების მეორე ეტაპის რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ აქ.
| Print |
FaceBook Twitter Google