არჩევნები
17 საათისთვის გურჯაანში ამომრჩევლების 26.76 % მივიდა უბანზე
გურჯაანის N12 ოლქში 17 საათისთვის ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა დაფიქსირდა. 50234 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 13442-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 26.76%-ია.

შეგახსენებთ, რომ დღეს გურჯაანში მერის შუალედური არჩევნებია, სადაც მხოლოდ ერთი, ქართული ოცნების მიერ წარდგენილი კანდიდატი, გიორგი მაჭავარიან მონაწილეობს. 

არჩევნები 36 საოლქო-საარჩევნო კომისიაში მიმდინარეობს, მათგან 28 უბანზე არჩევნები ახალი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება, დანარჩენ 8-ში კი ტრადიციული მეთოდით.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები არჩევნები 2023 /