არჩევნები
გიორგი მაჭავარიანმა გურჯაანის მერის შუალედურ არჩევნებში 14 450 ხმა მიიღო
გურჯაანში მერის შუალედური არჩევნები დასრულდა, რომელშიც მხოლოდ ერთი, ქართული ოცნების მიერ წარდგენილი კანდიდატი, გიორგი მაჭავარიანი იღებდა მონაწილეობას.

N12 გურჯაანის საარჩევნო ოლქში სულ 50, 234 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ცესკო-ს ინფორმაციით, არჩევნებში 17 703 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც ერთიან სიაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 35,24 %-ია.

გიორგი მაჭავარიანმა წინასწარი მონაცემებით 14 450 ხმა მიიღო.

ცნობისთვის, გურჯაანის ოლქში სულ 36 უბანი იყო გახსნილი, მათგან 28-ში ხმის მიცემის პროცედურა ახალი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართა, დანარჩენ 8-ში კი ტრადიციული მეთოდით.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები არჩევნები 2023 /