არჩევნები 2015
ზურა დანელიშვილი არასამთავრობოების რეკომენდაციების არ იზიარებს
21 ივნისს, არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" გურჯაანის ოფისში შეხვედრა გაიმართა. "მრგვალ მაგიდაზე" სამი ენჯეოს (არასამთავრობოები) _ "სამართლიანი არჩევნები," "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და "საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს" წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები გააცნეს. ამომრჩეველთა სიების ფორმირება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქება, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება _ ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლის შესახებაც არასამთავრობოებმა კანონპროექტი მოამზადეს. საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში შექმნილ ინტერფრაქციულ ჯგუფში განიხილება. სწორედ ამ საკითხებზე გაიმართა მსჯელობა არასამთავრობოების წარმომადგენლებსა და ადგილობრივი თვითმართველობის წევრებეს შორის. შეხვედრას გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები ზურაბ დანელიშვილი და ზვიად ყვირალაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ზარდიაშვილი და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ. რეკომენდაციის თანახმად, ამომრჩეველთა სიების ფორმირებაზე სპეციალურმა ორგანომ უნდა იმუშავოს (მაგალითად, სახელმწიფო სერვისების სააგენტო), რომელიც უზრუნველყოფს ამომრჩეველთა სიების დაზუსტებას. ასევე განიხილება ამომრჩევლის ბიომეტრიული მონაცემების შექმნა. არასამთავრობოების თქმით, ეს მეთოდი სიაში გაყალბებას გამორიცხავს. ასევე აღინიშნა, რომ მათი ინიცირების თანახმად, სამხედროებმა ხმის მიცემა მხოლოდ პროპორციული წესით უნდა განახორციელონ. კანონპროექტის მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდში იურიდიულ პირებს პარტიების დაფინასების უფლება უნდა მიეცეთ. თუმცა მხოლოდ იმ პირობით, თუUარჩევნების წინა წელს და არჩევნების წელს, ეს კომპანიები არ არიან ტენდერში გამარჯვებული საწარმოები. შეხვედრაზე წარმოდგენილ საკითხთა ნაწილს მოწვეული სტუმრები დაეთანხმნენ, თუმცა არის პუნქტები, რომლებიც მათთვის მიუღებელია. -"გამოდის, რომ ე.ი ამ საწარმოებს ეუბნებით თეორიულად უფლება გაქვთ, მაგრამ პრაქტიკულად _ არა. ერთი ხელით აძლევთ უფლებას, მეორეთი _ ართმევთ. 2013-ში არჩევნებია, 2014-შიც, 2016-შიც ისევ არჩევნებია. 2015 კი წინასაარჩევნო წელია. გამოდის, რომ იმ საწარმოებს, რომლებსაც ოდესმე რაიმე კონტრაქტი ჰქონიათ სახელმწიფოსთან, საერთოდ უკრძალავთ დაფინასებას," _ განაცხადა ზურა დანელიშვილმა. კანონპროექტში ასევე საუბარია პოლიტიკური თანამდებობის პირთა წრის დავიწროებაზე. შესაბამისად, მინისტრის მოადგილის, სახელმწიფო რწმუნებულისა და გამგებლისთვის უნდა აიკრძალოს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საავტომობილო საშუალებების გამოყენება შეეძლებათ მხოლოდ პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს. პრეზენტაციაზე ასევე განიხილეს მედიის როლი წინასაარჩევნო კამპანიაში. საუბარი იყო ცნების _ "ფარული პოლიტიკური რეკლამა" _ შემოღებაზე, მარეგულირებელი ორგანოს შექმნაზე, რომელიც დაადგენს სოციალური რეკლამის სტატუსს თუUსხვა ძირითად სამაუწყებლო პრინციპებს. რეკომენდაციების სხვა პუნქტებთან ერთად, ასევე განიხილება გარე რეკლამის განთავსების საკითხიც. ლანა გულოშვილი arasamtavroboebis shexvedra arasamtavroboebis shexvedra2
| Print |
FaceBook Twitter Google