არჩევნები 2015
პარტიის აქტივისტები 46 უბნის შესასვლელში
გურჯაანის 12 საარჩევნო ოლქის ნომერ 46 საარჩევნო უბანზე 11.40 წუთზე მცირე ინციდენტი დაფიქსირდა. უბანზე ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელი მარინა გორგაძე შემოვიდა და თავმჯდომარეს მიუთითა უბნის მიმდებარე ტერიტორიაც აკონტროლოს. -„შენობის კიბეებზე, სადაც უბანია განთავსებული, აგიტატორები დგანან. მე არ ვიცი რომელი პარტიის წარმომადგენლები არიან, მაგრამ მიბრძანდით და გაარკვიეთ. ეხლა კი მე მივუთუთე, რომ ტერიტორია დაეტოვებინათ, მაგრამ შემდეგში ყურადღებით იყავით.“ მარინა გორგაძის თქმით, მართალია ისინი აგიტაციას არ ეწეოდნენ, მაგრამ 20 მერტის რადიუსში დგომის უფლება მაინც არ აქვთ. მას კომისიის თავმჯდომარე მაია მამათელაშვილიც დაეთანხმა და პარტიის წარმომადგენლებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა.„სპექტრთან“ საუბარში კი აღნიშნა: - „ამ ადამიანების სახელი და გვარი არ ვიცი, მაგრამ ამ უბნის ამომრჩევლები არიან და ყურადღება არ მიმიქცევია. დარღვევა აღმოიფხვრა და აღარ განმეორდება.“ თუმცა, როგორც თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, დარღვევას ადგილი არც ჰქონია, რადგან ისინი აგიტაციას არ ეწეოდნენ, გარეთ დგომის უფლება კი ნებისმიერ მოქალაქეს აქვს.
| Print |
FaceBook Twitter Google