არჩევნები 2015
სიაში გამორჩენილი ამომრჩეველი
გურჯაანის 12 საარჩევნო ოლქის ნომერ მე-5 უბანზე 12.50 წუთზე ხმის მისაცემად მისული ამომრჩეველი ინგა ცხვირაშვილი სიაში არ აღმოჩნდა. არადა, როგორც თავად ამობს, ამომრჩევლის ბარათი სახლში მიუტანეს. -"არ მეგონა, ჩემს გვარს სიაში თუ ვერ იპოვნიდნენ, რადგან ბარათი სახლში მომიტანეს. არვიცი რა არის მიზეზი, რომ არც კედელზე გამოკრულ სიებში ვარ და არც სამაგიდო სიებში. ვერც ვერავინ მეხმარება, რადგან დამატებითი სიები აღარ არსებობს. თითქმის ყველა არჩევნებში მიმიღია მონაწილეობა და სიაში ყოველთვის ვიყავი, მათ შორის გასული წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც.არვიცი წელს რა მოხდა" ინგა ცხვირაშვილი უკმაყოფილოა, რომ საკუთარი არჩევანი ვერ დააფიქსირა.
| Print |
FaceBook Twitter Google