არჩევნები 2015
ნინო ბურჯანაძის საარჩევნო შტაბში დარღვევებზე საუბრობენ
ნინო ბურჯანაძის გურჯაანის საარჩევნო შტაბში აცხადებებ, რომ უბნებზე დარღვევებია. -"ახაშენში საარჩევნო უბანზე კახეთის ენერგო დისტრიბუციის ხელმძღვანელი აკაკი ბეგაშვილი და გამგებლის მოადგილე ელგუჯა გიორგაძე ტრიალებენ. ყველამ იცის, რომ სახელისუფლებო პარტიის მხაედამჭერები არიან. როგორც წესი მათ ხმა უნდა მისცენ და დატოვონ საარჩევნო უბანი, თუმცა როგორც ჩანს ასე არ იქცევიან. ჩვენთვის ცნობილი გახდა,რომ ენერგოდისტრიბუციის სამსახურის მანქანაც კი გამოიყენეს. ასევე შეგვატყობინეს, რომ ჩალაუბანში უბანზე იმყოფებიან გიორგი ღვინიაშვილი და ალეკო კახიძე. ეს ადამიანები ყველას აკონტორლობენ და რათქმუნდა ეს არის მოქალაქეებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება."-გვითხრა ნინო ბურჯანაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გურჯაანში მანანა რაქვიაშვილმა. giorgi gviniashvili saarchevno ubanze2პარტიის აღმასრულებელი მდივანი გია ხელაშვილი კი ამბობს, რომ მიმდინარეობს ინაფრმაციიის გადამოწმება, რომლის მიხედვითაც -"გუშინ ღამით სოფელ კარდენახში დადიოდნენ ადამიანები, რომლებიც ხმის მიცემის სანაცვლოდ ხალხს შესის მიტანას პირდებოდნენ. მე მქონდა საუბარი ამის თაობაზე "ქართული ოცნების" შტაბის უფროსთან." ხელაშვილის თქმით პირი, რომელიც ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობდა კარდენახის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომელია.გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილი სხვა საარჩევნო უბნებზეც დააფიქსირეს, თუმცა ის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობდა.
| Print |
FaceBook Twitter Google