არჩევნები 2015
გაბათილებული ბიულეტენი
გურჯაანის ნომერ 12 საარჩევნო ოლქის ჩალაუბნის ნომერ 34-ე უბანზე ხმის მისაცემად მისულ ამომრჩეველს კაბინაში შეჰყვა მოქალაქე, რომელსაც უბანზე ყოფნის უფლება არ ჰქონდა. როცა საოლქოს წარმომადგენლებმა შენიშვნა მისცეს, ამომრჩეველმა თავდაპირველად დამხმარეს აუცილებლობა დაასახელა, რადგან წერა არ იცოდა. თუმცა, როგორც საოლქოს წარმომადგენლებმა სპექტრთან პირად საუბარში განაცხადეს, ამომრჩეველი მსგავსი ტიპის დახმარებას არ საჭიროებდა. ამის შემდეგ მან ბიულეტენი გადააგდო და უბანი დატოვა. აღნიშული ბიულეტენი დადგენილი წესებით ბათილად სცნეს.
| Print |
FaceBook Twitter Google