არჩევნები 2015
ISFED ცესკოს პრობლემურ უბნებზე შედეგების ხელახალი გადათვლისკენ მოუწოდებს
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" (ISFED) 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დღის პროცესი პოზიტიურად შეაფასა. თუმცა ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ გაზრდილია ბათილი ბიულეტინების რაოდენობა. - "კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებული პროცედურული ხასიათის დარღვევები შემცირებულია როგორც 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით. აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ წინა არჩევნებისაგან განსხვავებით, რამდენიმე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ისეთი სახის მნიშვნელოვანი დარღვევები, როგორიც არის ფიზიკური ძალადობა, ბიულეტენების ჩაყრა და მასალების გატაცება/დაზიანება. გამომდინარე იქიდან, რომ ასეთ შემთხვევებს არ ქონია მასშტაბური ხასიათი და საარჩევნო ადმინისტრაციამ მოახდინა შესაბამისი რეაგირება, კერძოდ, გააბათილა შედეგები აღნიშნულ საარჩევნო უბნებზე, ზემო-ჩამოთვლილი დარღვევები არ ახდენს ზეგავლენას არჩევნების დღის საბოლოო შედეგებზე. თუმცა ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ არჩევნების გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარებისათვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კენჭისყრის დღის მიმდინარეობა, არამედ შედეგების შეჯამებისა და შემაჯამებელი ოქმების შედგენის პროცესიც, რაც ერთიანობაში გვაძლევს საშუალებას შევაფასოთ, თუ რა ზეგავლენა იქონია ამ პროცესებმა არჩევნების საბოლოო შედეგებზე და რამდენად დემოკრატიულად ჩატარდა არჩევნები."-ნათქვამია ISFED-ის ანგარიშში. "სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, შედეგების შემაჯამებელი ოქმების შესწავლის შედეგად დამუშავებული მონაცემების საფუძველზე ორგანიზაციამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოავლინა: 1. ბათილი ბიულეტენების მაღალი მაჩვენებელი • 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით, ბათილი ბიულეტენების საშუალო მაჩვენებელი (1%) გაიზარდა 4%-ით და მთელი საქართველოს მასშტაბით 5% შეადგინა; • ბათილი ბიულეტენების პროცენტული მონაცემი ყველაზე მაღალია გამგებლის და პროპორციული შემაჯამებელი ოქმების მიხედვით და საშუალო მაჩვენებელი შეადგენს 5%-ს. მერის და მაჟორიტარული ოქმების მიხედვით 4%. • მთელი საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების 3.0%-ზე (110) ბათილი ბიულეტენების მაჩვენებელი 10%-ზე მაღალია გამგებლის შემაჯამებელი ოქმების მიხედვით, პროპორციული შემაჯამებელი ოქმების მიხედვით - საარჩევნო უბნების 5.3%-ზე (193) და მაჟორიტარული შემაჯამებელი ოქმების მიხედვით - საარჩევნო უბნების 4.7%-ზე (170). საერთო ჯამში, 10%-ზე მაღალი ბათილი ბიულეტენების რაოდენობა ყველა სახის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით დაფიქსირდა მთელი საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების 13%-ზე , რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია; • ბათილი ბიულეტენების ყველაზე მაღალი საშუალო პროცენტული მაჩვენებელი დაფიქსირდა ქვემო-ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში და ასევე საგარეჯოს ოლქში. აღნიშნული რეგიონების რამდენიმე ოლქის საარჩევნო უბანზე ბათილი ბიულეტენების მაჩვენებელი 15%-ზე მაღალია: საგარეჯო, გარდაბანი, მარნეული, ბოლნისი, დმანისი, ახალქალაქი, წალკა, ადიგენი, ნინოწმინდა. შედარებით მცირეა საარჩევნო უბნების რაოდენობა სხვა ოლქებში, სადაც ბათილი ბიულეტენების მაჩვენებელი ასევე მაღალია - მაგალითად, გორი, ოზურგეთი, ზუგდიდი, მესტია. 2. ასობით საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა 1000-ზე მეტი ხარვეზი და დარღვევა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში, კერძოდ: • 500-მდე შედეგების შემაჯამებელ ოქმს აკლდა საჭირო რეკვიზიტები, როგორიც არის კომისიის ბეჭედი, საარჩევნო კომისიის წევრების ხელმოწერები, ოქმის შედგენის თარიღი და სხვა; იყო შემთხვევები, როდესაც თითოეულ შემაჯამებელ ოქმს აკლდა რამდენიმე აუცილებელი რეკვიზიტი; • 500-მდე შედეგების შემაჯამებელ ოქმში არ იყო დაცული ბალანსი1 ; რიგ შემთხვევებში ოქმებს საარჩევნო უბნებზე დაურთეს შესწორების ოქმები, თუმცა უმეტესწილად შემაჯამებელ ოქმებს შესწორების ან ახსნა-განმარტების ოქმები მოგვიანებით დაურთო საოლქო საარჩევნო კომისიამ ან ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ; • 50-ზე მეტ შედეგების შემაჯამებელ ოქმში გადაკეთებული იყო ერთი ან რამდენიმე მონაცემი; შემაჯამებელ ოქმებში მონაცემების გადასწორების ყველაზე მეტი (24) შემთხვევა დაფიქსირდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, კერძოდ ახალქალაქისა და ახალციხის ოლქებში; • საერთო ჯამში შედეგების შემაჯამებელ ოქმებში ხარვეზების ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირდა ქვემო-ქართლის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონებსა და ქალაქ თბილისში. "სამართლიანი არჩევნები" მიესალმება იმ ფაქტს, რომ საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული ხარვეზების და დარღვევების გამოსწორების მიზნით, საოლქო და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიებმა მოახდინეს მყისიერი რეაგირება და გარკვეულ შემთხვევებში გამოასწორეს ხარვეზები შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული პრობლემების მიზეზების შესწავლისა და რიგ შემთხვევებში საოლქო საარჩევნო კომისიებში შედეგების ხელახალი გადათვლის მეშვეობით. შესაძლოა, ყოველივე ზემო-აღნიშნული გამოწვეული იყოს საარჩევნო უბნებზე არაკვალიფიციური კადრებით, რაც საარჩევნო ადმინისტრაციამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მომავალში საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებისას, მსგავსი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით. კერძოდ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საფუძვლიანად უნდა შეისწავლოს ყველა ფაქტი და იმ კომისიის წევრების მიმართ, რომლებმაც დაუშვეს მნიშვნელოვანი შეცდომები და დარღვევები, გამოიყენოს ადმინისტრაციული და დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომები. ამასთან, აღნიშნული პირები აღარ შეარჩიოს კომისიის წევრებად მომავალ არჩევნებზე." არასამავრობო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ბათილი ბიულეტენების ასეთი დიდი მაჩვენებელი, შესაძლოა, განპირობებული იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სირთულით, ან მოსახლეობის ნიჰილისტური განწყობითა და დამოკიდებულებით ამ არჩევნებისადმი. - "მიგვაჩნია, რომ საარჩევნო პროცესის სანდოობის გაზრდის მიზნით, არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე საარჩევნო ადმინისტრაციამ თავიდან უნდა გადათვალოს შედეგები იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ბათილი ბიულეტენების რაოდენობა საკმაოდ დიდია და ასევე, იმ საარჩევნო უბნებზე, რომელთა შედეგების შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირდა მნიშვნელოვანი დისბალანსები და გადასწორებები. ჩვენი აზრით, პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, გადათვლაზე მიწვეულ უნდა იქნას ყველა დაინტერესებული მხარე-საარჩევნო სუბიექტების, პოლიტიკური პარტიებისა და საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები." "სამართლიან არჩევნებში" აცხადებენ, რომ ბიულეტინების ხელახლა გადათვლა უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესისა და შედეგებისადმი სანდოობის გაზრდას და არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა და ცენტრალური
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ურთიერთგაგების
მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
11:03 / 20.09.2016
გუშინ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატები წარუდგნა.
გუშინ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატები წარუდგნა.
16:11 / 26.05.2014
ნინო ბურჯანაძის გურჯაანის საარჩევნო შტაბში აცხადებებ, რომ უბნებზე დარღვევებია. -"ახაშენში საარჩევნო უბანზე კახეთის ენერგო დისტრიბუციის ხელმძღვანელი აკაკი ბეგაშვილი და გამგებლის მოადგილე
17:10 / 27.10.2013
გურჯაანის ნომერ 12 საარჩევნო ოლქის ჩალაუბნის ნომერ 34-ე უბანზე ხმის მისაცემად მისულ ამომრჩეველს კაბინაში შეჰყვა მოქალაქე, რომელსაც უბანზე ყოფნის უფლება არ ჰქონდა.
16:44 / 27.10.2013
გურჯაანის ნომერ 12 საარჩევნო ოლქის ჩალაუბნის ნომერ 34-ე უბანზე კაბინაში გამოკრულ კანდიდატების სიაში 5-იანი იყო შემოხაზული.
14:34 / 27.10.2013
სხვა ამბები
პატარძეულელმა პოეტმა რომან ზუკაკიშვილმა ლექსების მორიგი კრებული გამოსცა. "ჩვენ და წუთისოფელი" (პოეზიის მეორე ტომი) - ასე ჰქვია წიგნს, რომელშიც შეტანილია 500-მდე უმთავრესად ახალი ლექსი.
16:37 / 02-06-2020
იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული წლიური ქულა მოსწავლისთვის არ არის დამაკმაყოფილებელი, მას ექნება შესაძლებლობა სკოლის ადმინისტრაციას მიმართოს და კონკრეტულ საგანში ნიშანი აიმაღლოს. - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომაზე ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.
18:25 / 15-05-2020
როგორც დღეს საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სკოლებში მოსწავლეები ახალი მოდელით შეფასდებიან. მისი განმარტებით, არსებობს შეფასების ორი ფორმა: განმავითარებელი და განსაზღვრული.
17:43 / 15-05-2020
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება იგივე ფორმატით და იგივე დროს, როგორც ადრე.
17:37 / 15-05-2020
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარამ განათლების ანტიკრიზისულ გეგმაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2019–2020 სასწავლო წელი აკადემიურ წლად არ გამოცხადდება.
17:04 / 15-05-2020
გურჯაანში კულტურის ცენტრის წინ, თამარ მეფის ქუჩაზე, 600 კვადრატული მეტრის სიგრძის სკვერს ჩაუტარდა რეაბილატაცია და მოხდა მისი გამწვანება. როგორც ააიპ მუნიციპალური კულტურის ცენტრის დირექტორი, ვალერი შოშიაშვილი ამბობს, ამისთვის 6 ათასი ლარი გაიხარჯა.
12:06 / 07-05-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4087
USD
USD
1
3.0416
GBP
GBP
1
3.8294
TRY
TRY
1
0.4500
RUB
RUB
100
4.4290
ამინდი
გურჯაანი 17 / 31 °C
img
საგარეჯო 15 / 27 °C
img
დ.წყარო 14 / 27 °C
img
სიღნაღი 17 / 32 °C
img
ლაგოდეხი 14 / 28 °C
img
ყვარელი 17 / 31 °C
img
თელავი 16 / 29 °C
img
ახმეტა 15 / 29 °C
img
კალენდარი
«« ივნისი 2020 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.