პოლიტიკა
69% NATO-ს წევრობის მომხრეა

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა  (NDI)  ნოემბრის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. გამოკითხულთა 69%-ისთვის ხელისუფლების მიზანი, რომ საქართველო  NATO-ს წევრი გახდეს მისაღებია , 21% კი ფიქრობს, რომ მიუღებელია.


გამოკითხულთა  57%,  რომელთათვისაც  საქართველოს NATO-ს  წევრობა მისაღებია, თვლის, რომ ეს ქვეყანას უსაფრთხოებას მოუტანს, 49%-გააუმჯობესებს ეკონომიკას,  20% -ხელს შეუწყობს წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლას, 16% -გაზრდის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობებს.


კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 17 ნოემბერი - 7 დეკემბრის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1881 ადამიანი. კვლევა დააფინანსა შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტომ (Sida) და ჩატარა CRRC-საქართველომ.

 

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კვლევა / NDI / NATO /