პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება ძალაში წლის ბოლომდე შევა

საქართველო–ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის პროცედურა ყველა ქვეყანამ დაასრულა.

ბელგია ევროკავშირის ქვეყნებს შორის ბოლო იყო, რომელმაც დოკუმენტის რატიფიცირებას მხარი დღეს დაუჭირა. აღსანიშნავია, რომ ბელგიის მხარეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამ პროცესის დაჩქარების თხოვნით დეკემბრის დასაწყისში მიმართა. ბელგიის პარლამენტის მიერ რატიფიცირებული დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ, რომელიც სავარაუდოდ წლის ბოლომდე მოხდება, საქართველო–ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება სრულად შევა ძალაში.

 

| Print |
FaceBook Twitter Google