პოლიტიკა
ტოვებს თუ არა „ქართულ ოცნებას“ ალექსანდრე თამაზაშვილი
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქართული ოცნების" წევრი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე თამაზაშვილი პარტია "ქართული ოცნებას" ტოვებს.
აღნიშნულ ინფორმაციას თამაზაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. მისი თქმით, მან ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბარში მხოლოდ ის აღნიშნა, რომ რომ  საპარლამენტო არჩევნებში პარტიულ სიაში აღარ იქნება.


- "არსად არ მივდივარ და მით უმეტეს არც პარტია "ქართულ ოცნებას" ვტოვებ! ვიყავი, ვარ და ვიქნები ჩვენი გუნდის წევრი. სიუჟეტში საუბარი იყო პარტიულ სიაზე (სხვა დანარჩენი ჟურნალისტური ფანტაზიის ამბავია) და ვფიქრობ, რომ ვიქნები პარტიულ სიაში თუ არ ვიქნები, ეს არ ცვლის ჩემს დამოკიდებულებას ჩვენი გუნდისადმი. როგორც ყოველთვის მე იქ ვიქნები, სადაც გუნდი გადაწყვეტს და დავჭირდები!"- წერს ის.

"რუსთავი 2"-მა გუშინ გადაცემა P.S-ში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის შემდეგ, "ქართული ოცნების" გუნდს მისი ნათესავებიც ტოვებენ და  პრემიერის ცოლის ძმა არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

| Print |
FaceBook Twitter Google