ახალი ამბები
კახეთის გუბერნატორს თანამდებობას დაატოვებინებენ?
გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კახეთის გუბერნატორს ირაკლი შიოლაშვილს თანამდებობიდან გაათავისუფლებს. საკითხის გადამოწმებას speqtri.ge გუბერნატორის პრესსამსახურთან მადონა ბატიაშვილთან შეეცადა.

მისი თქმით, ირაკლი შიოლაშვილი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს და მოსალოდნელი საკადრო ცვლილების შესახებ მათ ინფორმაცია არ აქვთ.

შეგახსენებთ, რომ ახლადდანიშნული პრემიერი გუბერნატორებს რამდენიმე დღის წინ შეხვდა. ინფორმაცია სწორედ ამის შემდეგ გავრცელდა.


| Print |
FaceBook Twitter Google